"კოკაინის საქმეზე" ბრალდებულს ფულის სანაცვლოდ დახმარებას კუდ-ის თანამშრომელი დაჰპირდა - ახალი დეტალები
სამართალი - 14:23, 14 Dec, 2015     3310

ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებებს აბსურდულს და საფუძველს მოკლებულს უწოდებს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულების ოჯახის წევრებს ფული არავისთვის არ გადაუხდიათ.

ნიკოლაძე იხსენებს, რომ ერთადერთი ვინც ძებნაში მყოფ ნუგზარ ბოჭორიშვილს ფულის სანაცვლოდ საქმის მოგვარებას დაჰპირდა, კუდ-ის თანამშრომელი იყო.

ადვოკატის ინფორმაციით, ძებნაში მყოფ ბოჭორიშვილს კუდის თანამშრომელმა დაურეკა და უთხრა, რომ თუ 2 მილიონს გადაიხდიდა ძებნილთა სიიდან ამოიღებდნენ, რაზეც ბოჭორიშვილმა უარი განაცხადა.

„ამ ბრალდებლების დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ კუდ-ის თანამშრომლები დაუკავშირდნენ ნუგზარ ბოჭორიშვილს და სთხოვეს 3 მილიონი დოლარი სოსო თოფურიძის სახელით. შემდეგ ჩამოვიდნენ 2 მილიონი დოლარზე. ეს ხდება 2011 წელს. ამ დროიდან ეს 2 მილიონი სულ ფიგურირებს საქმეში. გამოვრიცხავ ამ საქმეზე პატიმრების ოჯახის წევრების კავშირს. მათ ნაცვლად თუ ვიღაც უცხოპლანეტელი იხდიდა ფულს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ვიაც თანხა უნდა გადაეხადა, ამტკიცებენ რომ ეს შეთხზულია ელისაშვილის და ქორიძის მიერ. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მანანა კობახიძეს რომ რეკომენდაცია გაეწია შეწყალების კომისიასთან და ეს რეკომენდაციები გამოიყენეს“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მისივე ინფორმაციით, ანასტასია ზაუტაშვილი და ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები ალეკო ელისაშვილის ინფორმაციაზე დაწყებული გამოძიებას ახალ წლამდე ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თვითდაზიანებებით იმუქრებიან.

გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ჩაატარა გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ იყო ის პატიმარი, რომლის შეწყალების სანაცვლოდ ლამის ორ მილიონამდე დოლარს იხდიდნენ და რომელი პოლიტიკოსები ახდენდნენ ზეწოლას შეწყალების კომისიის მაშინდელ თავმჯდომარეზე. მათი ინფორმაციით, კვალი ე. წ. კოკაინის საქმემდე მიდის.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაცი­ით,2010 წლის 2 ივნისს ქუთაისსა და თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი. საბერძნეთის მოქალაქე და ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი ამ ჯგუფს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. დღეს კობახიძემ დაადასტურა, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42