"დადგენილია ყველა გარემოება...ცნობილია კონკრეტული პიროვნებები" - შოთაძე ხარძიანის საქმეზე
სამართალი - 11:54, 14 Dec, 2015     3064

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ყველა გარემოება დადგენილია. როგორც გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას შოთაძემ განაცხადა, საქმის შესახებ საზოგადოება ინფორმაციას მალე მიიღებს.

„არათუ ვერსიები არსებობს, დადგენილია ყველა გარემოება. გამოძიებაზე მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელზეც ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. ცნობილია კონკრეტული პიროვნებები, რომელთა შესახებაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში ვაცნობებთ“, - აღნიშნა შოთაძემ.

მთავარმა პროკურორმა კომენტარი ეროსი კიწმარიშვილის და ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებითაც გააკეთა.

„კიწმარიშვილის საქმეზე ძალიან მალე შედეგებს გავასაჯაროვებთ. კიწმარიშვილის ოჯახთან გრძელდება კომუნიკაცია და როგორც შევპირდი საზოგადოებას, აუცილებლად სრულად გავასაჯაროვებთ მასალებს... რაც შეეხება ჟვანიას საქმეს, კონკრეტული პირების მიმართ უკვე არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა ეს საკმარისი არ არის. საბოლოოდ უნდა გაეცეს პასუხი, თუ რა მოხდა იმ ავადსახსენებელ დღეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან დიდი დროა გასული. იმდროინდელმა გამოძიებამ არ მიიღო ყველა ზომა, რომ რეალობა დადგენილიყო. პრაქტიკულად, ყველაფრის გაკეთება თავიდან გვიწევს. ეს ძალიან რთული და დროში გაწელილი პროცედურებია“, - განაცხადა შოთაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42