ოზურგეთში ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა
შემთხვევა - 14:59, 13 Dec, 2015     1372

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის ცენტრში მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ერთი ნაწილი ჩამოეშალა. შემთხვევა წუხელ მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც „ნიუპოსტს“ კორპუსში მაცხოვრებმა, გულო რამიშვილმა განუცხადა, შენობა ამორტიზირებულია და მის შესაკეთებლად თხოვნით ბოლო სამი წლის მანძილზე ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნულ კორპუსში რვა ოჯახი ცხოვრობს.

"ღამის ოთხ საათზე გამეღვიძა, ბავშვმა წყალი მომთხოვა და ავდექი წყლის მოსატანად. ამ დროს უცნაური ხმა გავიგე. ქარი მეგონა. რომ გამოვედი, მეორე ოთახში ქვები ცვიოდა. რამდენიმე ოთახს კარები მოძვრა და ქვევით ჩავარდა, კედლებიც გამოინგრა. ჭერიც რომ ჩამოვარდა, მივხვდი სახლი ინგრეოდა, გავაღვიძე ყველა. დავიწყე ყვირილი, ხალხს საშველად ვუხმობდი. სამი პატარა ბავშვი გვყავს ოჯახში, სასწრაფოდ გავიყვანეთ გარეთ. ხელისუფლებას რამდენჯერმე მივმართე, ბოლოს ვთხოვე ცემენტი მაინც მომეცით მე თვითონ გავამაგრებმეთქი, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. სახლი ორი სამი წელია დაბზარულია. დღესაც, ამ დილით, დავურეკეთ გამგებელსა და მის მოადგილეს და ჯერ არავინ არ მოსულა. ამბობენ, დღეს კვირაა, დასვენებააო. ხვალ მივალ და კიდევ დავწერ განცხადებას"-გვიყვება გულო რამიშვილი.

თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42