შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის დაკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა. როგორც საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ქორიძემ განაცხადა, შეწყალების კომისიაში არსებულ კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურას კონკრეტული ფაქტები მიაწოდა.
„პროკურატურაში ზღაპრებს ხომ არ მოვყვებით. დაკითხვასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ კონკრეტულ ფაქტებზე და ვისაუბრეთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე. მე გავაკეთე განცხადება, რომ იმ კონკრეტული ფაქტების გამომ რაზეც საუბრობდა ბატონი ალეკო, არაჯანსაღი ინტერესი მერეც გრძელდებოდა მეთქი. მე დავასახელე პარლამენტის წევრები, საჯარო პირები და ადვოკატები“, - განაცხადა ქორიძემ.
შეგახსენებთ, პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილიც დაკითხა. საგამოძიებო უწყებამ ელისაშვილის განცხადების საფუძველზე გამოძიება ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






