მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ცილისწამებას უწოდებს „კორტების საქმეზე“ დაკავებულების ოჯახის წევრების განცხადებას, რომ მან განაჩენის სანაცვლოდ ქრთამი აიღო.
ამის შესახებ კოჭლამაზაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც საქალაქო სასამართლოს ყველა ის მოსამართლე ესწრებოდა, ვინც პროცესზე არ იმყოფებოდა.
„უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ ასეთი უზნეო, უსინდისო და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებით, რომელშიც მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ადვოკატმა ველიჯანაშვილმა. მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა თავისუფლად შეეძლოთ ჩემს ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდობით. საინტერესოა, ვისგან უნდა ამეღო ქრთამი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანაში. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ის დაზარალებული მხარეა, რომელიც თავად არანაკლებ უკმაყოფილო დარჩა ჩემი გადაწყვეტილებით. მათ განაჩენის დროს პროტესტის ნიშნად დატოვეს სასამართლო დარბაზი“, - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სასამართლოს პრეს სპიკერმაც.
"მოვითხოვთ, გამოძიების ფარგლებში, დადგინდეს ქონდა თუ არა ადგილი დანაშაულის ჩადენას მოსამართლის მხრიდან. თუ არ დადასტურდება აღნიშნული, უნდა დადაგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი მხრიდანაც განხორციელდა ცრუ დასმენა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში," - განაცხადა გიორგი არევაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






