3 მილიონ 200 ათასი ლარის გაჩეხილი ხე-ტყე და ყალბი დოკუმენტებით გაყიდული მასალა
სამართალი - 10:33, 10 Dec, 2015     2523

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციისთვის ყალბი საგადასახადო დოკუმეტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი, გოდერძი არქანია, ბორის შელია და ლაშა წიფურია დააკავა. ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა თამაზ ბუკია და სერიოჟა კვიტატიანი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მათი თანამზრახველების ორგანიზებით საქართველოს მასშატბით დარეგისტრირდა 14 საწარმო, რომელთა შექმნის მიზანი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონოდ მოჭრილი ხის მასალის შემდგომი რეალიზაცია. ვინაიდან ხის მასალა უკანონოდ იყო მოპოვებული, ბრალდებულები მათ მართვაში არსებულ საწარმოთა შორის ახდენდნენ ფიქტიურ ოპრაციებს, რითაც ქმნიდნენ ყალბ მონაცემებს მასალის ნაშთის შესახებ, შემდგომში კი გაყალბებულ დოკუმენტაციას იყენებდენენ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის თბილისში ტრანსპორტირებისა და რელიზაციისათვის.

საერთო ჯამში, ბრალდებულების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმეტების გამოყენებით რეალიზებულია 3 200 000 ლარის (დაახლოებით 6 800 კუბურ მეტრი) უკანონოდ მოჭრილი ხის მასალა, ხოლო მათი საწარმოების მხირდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 1 250 000 ლარს აღემატება.

დანაშაულში მონაწილე ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42