შსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
სამართალი - 09:54, 10 Dec, 2015     1216

თბილისის ინტერპოლის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1962 წელს დაბადებული ალი რიზა ისლამი, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს პასპორტით ლატვიიდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

აღნიშნული პიროვნება, დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, ანკარის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში 2015 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა. მას თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის 58-ე კოდექსის 220/1, 220/2, 188/3-4-5 და 53-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა ედება ბრალად, რაც კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას, წევრობას და ჰეროინის გადაზიდვას გულისხმობს.

თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, იგეგმებოდა ნარკოტიკული საშუალების ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირება. 2013 წლის 20 თებერვალს ქალაქ სტამბულში ჩატარდა ოპერაცია, რა დროსაც ავტომანქანიდან 101 კილოგრამი და 700 გრამი ჰეროინი ამოიღეს. გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ალი რიზა ისლამი იყო.

ამჟამად ალი რიზა ისლამი დაკავებული და გადაყვანილია თბილისის დროებითი მოთავსების N1 იზოლატორში. მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42