ნაფიცმა მსაჯულებმა არასრულწლოვანის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
სამართალი - 15:11, 09 Dec, 2015     921

არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს და ბრალდებული კ.მ. დამნაშავედ სცნეს არასრულწლოვანი გ.ბ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. მოსამართლემ ბრალდებულ კ.მ-ს სასჯელის სახით თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. კ.მ -ს როგორც არასრულწლოვანს სასჯელის ¼ მოაკლდა და საბოლოოდ განესაზღვრა ათი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების შედეგად დადასტურდა, რომ 2015 წლის აპრილში, თბილისში, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის ტერიტორიაზე შელაპარაკების დროს არასრულწლოვანმა კ.მ-მ მოკვლის განზრახვით, დანის გამოყენებით, არასრულწლოვან გ.ბ-ს გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გ.ბ-ს შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებული კ.მ. დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში. იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით კ.მ-ს მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი ვერდიქტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კ.მ-ს სასჯელად განუსაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელი სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად შემცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის და 6 თვის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ კ. მ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის და 6 თვის ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42