ჟურნალისტებთან საუბრისას, ელისაშვილი მთავარი პროკურორის გიორგი გოგაძის განცხადებას გამოეხმაურა და მას უსირცხვილო უწოდა.
დეპუტატი ადასტურებს, რომ პროკურატურაში ნამდვილად იყო მისული ერთ-ერთი სკოლის პედაგოგის საქმეზე. თუმცა როგორც ელისაშვილი ამბობს შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასთან შეხვედრის სურვილი გიორგი ბადაშვილმა გამოთქვა და სწორედ ამის შემდეგ შედგა საუბარი შეწყალების კომისიაში არსებულ მდგომარეობაზე.
„ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პატიმრების გამოშვებით ფული ეშოვათ. მეორე ამოცანა, რადგან ბატონი გოგაძე ასეთი უსირცხვილო და ლაჩარია, გოგაძის და ბადაშვილის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს მეორე გამოძიება გულგრილობის გამო. მათ ჩემგან, სხვა არხებისგან მიიღეს ინფორმაცია საშიშ დანაშაულთან დაკავშირებით“, - აცხადებს ელისაშვილი.
დეპუტატი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეზე პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი დაიკითხონ.
მასალის გამოყენების პირობები






