ამის შესახებ ირინა ცააძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეჭვის საფუძველს ის ფაქტი აძლევს, რომ მოსამართლემ 2011-2013 წლებში აღებული იპოთეკური სესხი გუშინ წინმსწრებად დაფარა.
როგორც ცააძე განმარტავს, საუბარია 10 000-ობით დოლარზე.
„ამ კაცს 30 000 დოლარობით ორი იპოთეკური სესხი ჰქონდა აღებული. გუშინ სესხების დაფარვა წინმსწრებად მოხდა. ეჭვი გვაქვს, რომ ამ კაცს აღებული აქვს ამ განაჩენის გამოტანის გამო თანხა. ორი სესხი აღებული აქვს 2011-2013 წლებში და უნდა დაეფარა 2017 წელს. რომელიც საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოიტანა, სიყალბეზეა აგებული. ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ და გამოვიძიებთ“, - განაცხადა ცააძემ.
შეგახსენებთ, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე საქალაქო სასამართლომ გიორგი ცააძეს და ირაკლი ფირცხალავას 12 წით პატიმრობა მიუსაჯა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უუკვე გაასაჩივრა.
მასალის გამოყენების პირობები






