საქართველოს მთავარ პროკურატურაში ალეკო ელისაშვილის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სსკ-ს 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში მასზე მაღალჩინოსნები ზეწოლას ახორციელებდნენ. მისი თქმით, კონკრეტული მაღალჩინოსნები მას ურეკავდნენ და უთითებდნენ, თუ ვინ უნდა შეეწყალებინათ. ელისაშვილი კონკრეტულ გვარებს ამ ეტაპზე არ ასახელებს, თუმცა განმარტავს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ. როგორც დეპუტატი ამბობს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მაშინდელ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეს გიორგი გოგაძეს მიაწოდა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.
მასალის გამოყენების პირობები






