საქალაქო სასამართოში ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის პროცესი გაიმართება. სხდომაზე ბრალდების მოწმეების დაკითხვა მოხდება. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
გუშინდელ პროცესზე მოკლული ლაშა მახარაძის დედა, ნინო დიდებულიძე დაიკითხა. მისი ინფორმაციით, მკვლელობას კიდევ ერთი მოწმე ჰყავდა. როგორც დიდებულიძემ განაცხადა არჩილ დათუნაშვილმა დაინახა, როგორ ესროლა გიორგი ოქროპირიძემ ლაშა მახარაძეს. მოკლულის დედის მტკიცებით, დათუნაშვილი მახარაძის მეგობარი იყო და შემთხვევის დღეს მასთან ერთად იმყოფებოდა. დღის ბოლო სასამართლომ დათუნაშვილი დაკითხა, თუმცა მან დიდებულიძის ნათქვამი არ დაადასტურა.
გიორგი ოქროპირიძეს ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ადანაშულებენ. მას ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ედება ბრალად.
მასალის გამოყენების პირობები






