საქალაქო სასამართლოში არჩილ დათუნაშვილი დაკითხეს, რომელიც ოკლული ლაშა მახარაძის დედის ინფორმაციით, მკვლელობის მოწმეა.
დათუნაშვილმა ინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ შემთხვევის დროს გასული იყო.
მისი თქმით, ორჯერ გასროლის ხმა გაიგო, თუმცა ასაფეთქებლის ხმა ეგონა. დათუნაშვილი ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ აგვისტოში ნინო დიდებულიძესთან ერთად იყო და მკვლელობის დეტალები მოუყვა.
საქალაქო სასამართლოში გიორგი ოქროპირიძძის საქმეზე ლაშა მახარაძის დედა, ნინო დიდებულიძე დღეს დაკითხეს. მისი ინფორმაციით, მკვლელობას ახალი მოწმე არჩილ დათუნაშვილია.
„იმ საღამოს ლაშა არჩილთან ერთად იმყოფებოდა. მეგობრის დაბადების დღეზე აპირებდნენ წასვლას. მკვლელობის შემდეგ დათუნიშვილი ჩემთან არ მოსულა. სტრესში იყო, რადგან ჩემი შვილი ხელებში ჩააკვდა. აგვისტოში მოვიდა და დეტალურად მომიყვა ყველაფერი“, - განაცხადა დიდებულიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






