ავსტრიის დედაქალაქის, ვენის მცხოვრებმა დუნაიში დიდი რაოდენობით ფულის ბანკნოტები შენიშნა. გახარებული ახალგაზრდა მამაკაცი მდინარეში გადაეშვა, რათა ფული დაესაკუთრებინა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. გამვლელებმა ჩათვალეს, რომ ცივ წყალში გადამხტარი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა და პოლიციას გამოუძახეს.
სამართალდამცავები ადგილზე სწრაფად გამოცხადნენ და მამაკაცს მაშინ დაადგნენ თავზე, როდესაც მას ბანკნოტები ნაპირზე ამოჰქონდა. თანხა საკმაოდ სოლიდური აღმოჩნდა - მდინარიდან ამოღებული 50 და 100 ევროიანი ბანკნოტები ჯამში 100 000 ევროზე მეტი აღმოჩნდა.
ამჟამად პოლიცია იკვლევს, თუ როგორ აღმოჩნდა ეს ფული მდინარეში და არის თუ არა ის კრიმინალური წარმოშობის. რაც შეეხება მამაკაცს, დაკარგა რა თანხის მთლიანად დაუფლების იმედი, იგი პოლიციისგან თანხის ნაწილის გადმოცემას ითხოვს, როგორც მისი მპოვნელი.
მასალის გამოყენების პირობები






