აღნიშნულის შესახებ გოგლა ჟვანიამ „კვირის პალკიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ უკვე ჰქონდა საუბარი ახალ მთავარ პროკურორთან. როგორც ჟვანია ამბობს, პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რომ საქმე რაც შეიძლება მალე გაიხსნას.
„ცხადია, მნიშვნელოვანი მოწმეებიც არსებობენ. ერთ-ერთი სიახლე ისიც არის, რომ აღმოჩნდა ფირი, სადაც ზურასთვის თავის არეში მიყენებული დაზიანებები ჩანს. ეს ფირი განადგურებას შემთხვევით გადაურჩა, რადგან უამრავ მასალას შორის მას კარგად არ დააკვირდნენ. ის გადაიღო შსს-ს ოპერატორმა, რომელიც ცოცხალი მოწმეა. შედგა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც უკვე საქმეშია ჩაკერებული. ცხადია, წინა ხელისუფლების დროს არც ეს ფირი და არც შესაბამისი დოკუმენტი საქმეში არ იყო. ამ ფირზე კარგად ჩანს ტრეპანაციისას ძვლის ქვეშ არსებული დაზიანებები, ტვინის გარსზე სისხლჩაქცევები და სხვ. ექსპერტებმა ნახეს ფირი და ოფიციალური დასკვნაც დაწერეს. დასკვნაში წერია, რომ რომ ზურას, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება“, - აღნიშნა ჟვანიამ.
წყარო: "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






