ქობულეთის პოლიციაში მოქალაქე სცემეს - ომბუდსმენის მიმართვა მთავარ პროკურორს
სამართალი - 13:00, 03 Dec, 2015     3017
საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შს სამინისტროს ქობულეთის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მთავარ პროკურორს მიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ბრალდებულები რ.ტ., ბ.მ., გ.გ. და გ.კ. სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ შედგენილ ახსნა–განმარტებებში მიუთითებდნენ, რომ შსს ქობულეთის პოლიციის თანამშრომლები უმოწყალოდ ცემდნენ და გაუპატიურებისა თუ ახლობლისთვის ნარკოტიკების ჩადების მუქარით დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ.

დროებითი მოთავსების იზოლატორში წარმოებული გარეგნული დათვალიერების ოქმების მიხედვით, ოთხივე დაკავებულს იზოლატორში მიღების დროს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები. ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე, სამი მათგანი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. დროებითი მოთავსების იზოლატორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც რამდენჯერმე გახდა საჭირო.

დაკავებულთან მოპყრობის წესები, შიდასახელმწიფოებრივ ნორმებთან ერთად არაერთი საერთაშორისო კონვენციით რეგულირდება. აღნიშნული ნორმები შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ნაწილია და, შესაბამისად, წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ადამიანი ნებისმიერ გარემოსა და პირობებში, მათ შორის თავისუფლების აღკვეთის დროს, დაცული იქნება წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი უზრუნველყოფს წინადადებაში მოყვანილი ფაქტების სათანადო გამოძიებას და დანაშაულის დადგენის შემთხვევაში, დადგება დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის საკითხი“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42