"ამ აბსურდული საქმის, მთავარი მოწმე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია" - ადეიშვილის ადვოკატი
სამართალი - 12:32, 03 Dec, 2015     1651
იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი პროკურატურის მორიგ ბრალდებას, რომელიც აკურას ღვინის ქარხნის იძულებით ჩამორთმევას ეხება აბსურდს უწოდებს.
ამის შესახებ, "ნიუპოსტთან" ადეიშვილის ადვოკატმა განაცხადა.

როგორც ოთო კახიძემ ადეიშვილისთვის დაუსწრებლად პატიმრობის შეეფარდების თემის კომენტირებისას აღნიშნა, საქმის მთავარი მოწმე მოქმედ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია.

ადვოკატის ინფორმაციით, მოწმე ახალი ხელისუფლების პირობებში მთავარ პროკურატურასა და სუს - ში მუშაობდა.

"ამ საქმის, მთავარი მოწმე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. კერძოდ, პროკურატურაში და სუს - ში. აქედან გამომდინარე, მისი ჩვენებების სარწმუნოობაზე საუბარი ზედმეტია"- განუცხადა ადეიშვილის ადვოკატმა "ნიუპოსტს".

ოთო კახიძე ეჭვობს, რომ საქმე "კორუფციულ გარიგებასთან აქვთ".

"ამ კორუფციული გარიგების შესახებ, მასალებს აქტიურად ვაგროვებთ და საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ"- განმარტა ადეიშვილის ინტერესების დამცველმა.

რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებას, კახიძე აცხადებს, რომ თეიმურაზ მეგრელიშვილსა და ნოდარ მოდებაძის ქონება მას შემდეგ ჩამოერთვათ, რაც ბანკიდან აღებული სესხი ვერ გადაიხადეს.

"ბრალის დადგენილების მიხედვით, თითქოს ზურაბ ადეიშვილმა და ივანე მერაბიშვილმა ფიზიკურ პირებს ჩამოართვეს კუთვნილი ქონება, სინამდვილეში მათ (დაზარალებულად ცნობილებს) აღებული ქონდათ სესხი ასლან აბაშიძის კონტროლირებადი ბანკიდან. მას შემდეგ რაც ვერ შეძლეს, აღებული სესხის დაფარვა, ვერ მოახერხეს სხვა ბანკიდან რეფინანსირება, მხოლოდ ამის შემდეგ ამ კრედიტით შეძენილი ქონება გადაეცა სახელმწიფოს, შესაბამისად თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს ჩამოეწერათ აღებული კრედიტი. არავითარ იძულებით დათმობას ადგილი არ ქონია, რაც შეეხება მეორე კომპონენტს თითქოს, სახელმწიფოს მიადგა ზარალი, ესეც სრული აბსურდია, რადგან ღვინის ქარხანა სახელმწიფო ბალანსზე გადაეცა"- აღნიშნა ოთარ კახიძემ.

თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხნის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების პირველი წარდგენის სხდომა გაიმართა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ამავე საქმეში წარმოდგენილი მეორე ბრალდებულის სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 12 იანვარს ჩანიშნა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილს და ივანე მერაბიშვილს ბრალი წარედგინათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, 2004 წელს ჩადენილი სისტემური დანაშაულისთვის, მიმართული მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამოსართმევად, რომელშიც ერთობლივად და წინასწარ შეთანხმებული სქემით მონაწილეობდა იმჟამინდელი სამართალდამცავი ორგანოები და ეროვნული ბანკი, რის შედეგადაც დაზარალებულებს თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს იძულებით ჩამოართვეს თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42