ოლეგ მელნიკოვის მტკიცებით სანდრო გირგვლიანის საქმეში მონაწილე პირებმა შეწყალების შესახებ პირობა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან მიიღეს. ეს შეთანხმება კი, როგორც მელნიკოვი განმარტავს, მათ დათა ახალაიამ გააცნო. იგი ასევე ამბობს, რომ ახალაიას შეწყალების შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა დაპირება შავნაბადას რეზიდენციაში შეხვედრის დროს მისცა.
სასამართლო სხდომაზე მცირე შელაპარაკება მოხდა პროკურატურისა დ დაცვის მხარეს შორის. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ოთო კახიძემ ოლეგ მელნიკოვის ჩვენებას "არასანდო" უწოდა, მისი თქმით მოწმე ჩვენებებში განსხვავებულ ინფორმაციებს იძლევა.
სანდრო გირგვლიანის საქმეში მონაწილე პირების შეწყალების საკითხზე პროკურატურა, ყოფილ პრეზიდენტს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება. სასამართლო სხდომა მოწმეების დაკითხვით 25 დეკემბერს გაგრძელდება
მასალის გამოყენების პირობები






