სუს-ის მიერ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატების დღეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
როგორც დაცვის მხარე ამბობს, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება.
საქალაქო სასამართლომ გუშინ სუს-ის მიერ ISIS-ისთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნილენა გირაოს შეფარდების თაობაზე. დაკავებულებისთვის პატმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა. საქმეზე წინასასამრთლო სხდომა 21 იანვარს გაიმართება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა. მათგან სამი სოფელ ნასაკირალიდანაა, ერთი კი ხელვაჩაურიდან.
მასალის გამოყენების პირობები






