„ნიკორას“ სუპერმარკეტში მომხდარი ყაჩაღობის დროს დაჭრილი დაცვის თანამშრომლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ამის შესახებ „ნიუპოსტს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, 52 წლის თამაზ ღარიბაშვილი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული მუცლის, გულ-მკერდის და ფეხის არეში.
ყაჩაღობის ფაქტი ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე „ნიკორას“ სუპერმარკეტში გუშინ მოხდა. თავდამსხმელებმა „ნიკორაში“ ცეცხლი გახსნეს. ისინი თანხას ითხოვდნენ. შემთხვევის დროს დაიჭრა დაცვის თანამშრომელი. მას თავდამსხმელებმა 7 ტყვია ესროლეს.
როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






