თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ნინუა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
სამართალი - 11:26, 01 Dec, 2015     3722

თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა პატიმრობიდან 30 ნოემბრის საღამოს გაათავისუფლეს. ამის შესახებ რუსთავი 2-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. ნინუას გათავისუფლება პირობით ვადაზე ადრე მოხდა. ადვოკატები ნინუას გათავისუფლებას 2015 წლის ივნისიდან ითხოვდნენ, კომისიის უარის შემდეგ კი მათ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ალექსანდრე ნინუას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა 2014 წლის 22 მაისს მიუსაჯა.

ალექსანდრე ნინუა 2013 წლის 12 დეკემბერს დააკავეს, მისივე თქმით, დაკავების პროვიცირება თავად მოახდინა. დაკავებამდე ნინუამ ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც ამბობდა:

"მას შემდეგ, რაც ჩატარდა არჩევნები, შეიცვალა მთავრობა, ბუნებრივია, ჩემი ყოფილი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეკითხვები ექნებოდათ და ამაში ტრაგიკულს ვერ ვხედავდი არც მაშინ და არც დღეს. როდესაც მიბარებდნენ, არც ერთ დაკითხვაზე არ დამიგვიანია. ყველაგან მივდიოდი ამ 1 წლის განმავლობაში. ამას მოჰყვა ის, რომ ჩემი მოადგილეების დაბარება დაიწყეს, დაიწყეს დეპარტამენტში მყოფი სამმართველოების უფროსების დაბარება, გაიშალა თემა ჩავიდა მენეჯერებამდე. ძალიან იმედიანად იყვნენ გამომძიებელები იმასთან დაკავშირებით, რომ ბომბს აღმოაჩენდნენ და ეს ყბადაღებული თემა, რომ თითქოს ჩვენი ვიჯექით და გამოვჭამეთ ჯარის მთელი ბიუჯეტი, ამას ააფეთქებდნენ და რაღაც ფურორს მოახდენდნენ. ეს რა თქმა უნდა, ვერც მოხდებოდა, რამდენჯერმე იყო შემოთავაზება, რომ წავსულიყავი ქვეყნიდან. ეს იმას ემსახურებოდა, რომ წავსულიყავი ქვეყნიდან და ის სიბინძურეები, რაც ჩვენი მისამართით გაჟღერდა, რაღაც დოზით გამართლდებოდა. იტყოდნენ გაიქცა ქვეყნიდანო, ერთი წელია, ფეხი არ მომიცვლია, ორჯერ ვიყავი წასული ქვეყნიდან - ერთხელ ერთი კვირით, ერთხელ 3 დღით და დავბრუნდი.

მე კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს ჩემს თანამშრომლებთან, მორალურად აუტანლად მიმაჩნია ის, თუ როგორ იჩაგრება ამდენი ხალხი, როგორ წუხს ამდენი ოჯახი ჩემ გამო. მე ვთვლი, რომ რაღაც ნაბიჯი უნდა გადავდგა და დავეხმარო მათ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან ძნელია, მე გადავწყვიტე ამ ხალხის დახმარება.

ეტყობა, შეუძლებელია ვიღაცისთვის იმის ყურება ყოველდღიურად, რომ თვითონ რომ ყვირის, თურმე მე ჯარი გავძარცვე, მე ამ დროს თბილისში ვარ, არ ვიმალები, არ გავრბივარ, არსად არ წავსულვარ. ყოველდღე დავდივარ დაკითხვაზე და მისი ეს ნაყვირები უფრო და უფრო უფასურდება.

მე ჩემი მეგობრების წინაშე ვალდებულად ვთვლი თავს, რომ წავიდე ციხეში, ოღონდ არა იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩამიდენია, არამედ იმისთვის, რაც ჩამიდენია, თუ ამ ჩანაწერს ვინმე უყურებს, ესე იგი ციხეში ვარ, რამდენიმე წუთის წინ 2013 წლის 12 დეკემბერი დაიწყო" აცხადებდა ნინუა.

2013 წლის 14 დეკემბერს ალექსანდრე ნინუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა დაცვის მხარეს პრეტენზია არ ჰქონია. ნინუას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იარაღი შეგნებულად დააგდო პოლიციის თვალწინ. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი პროკურორის გამოუცხადებლობის გამო, ექვსჯერ გადაიდო.

ალექსანდრე ნინუას კიდევ ორ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული. მათგან ერთ-ერთზე, რომელიც დავით ნინუასა და დავით კეზერაშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში 5 მილიონამდე ევროს გაფლაგვას გულისხმობს. ალექსანდრე ნინუას საიდუმლო წარმოების წესების დარღვევასაც ედავებიან. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს.

წყარო rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42