მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძის, კახაბერ ნაკანის და ლევან ბეროძის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო პალატაში გაასაჩივრეს.
დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ე.წ. “კორტების სპეცოპერაციის” საქმეზე უკანონო და დაუსაბუთებელია.
სასამართლომ რამდენიმე ძირითადი მიმართულება და შეიძლება ითქვას განაჩენის დებულებანი გამოყო, რომლებიც დაცვის მხარის აზრით დაუსაბუთებელია, ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდებს და მათზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებები უკანონოა.
ამდენად, თუ ყველა გამოკვლეულ მტკიცებულებას ერთობლიობაში შევაფასებთ, სასამართლოს ნამდვილად არ ჰქონდა ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, მითუმეტეს, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მტკიცებულებათა საკმარისობის, უტყუარობის და სანდოობის არარსებობა ბრალდების ისეთ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, როგორსაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა (საკონტროლო გასროლებით) და განზრახ მკვლელობის ორგანიზება ჰქვია, სასამართლოს მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასება ვფიქრობ არასწორია და ეწინააღმდეგება მისსავე დასკვნებს განზრახ მკვლელობის ბრალდების ნაწილებში.
დაცვის მხარის მოთხოვნაა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძისა, კახაბერ ნაკანისა და ლევან ბეროძის ბრალდების ნაწილში და მათ მიმართ დაადგინოთ გამამართლებელი განაჩენი
მასალის გამოყენების პირობები






