რუსთავი 2-ის ადვოკატი ყადაღის გაუქმებასთან დაკავშირებით
სამართალი - 15:32, 30 Nov, 2015     1974
რუსთავი 2-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი სააპელაციო სასამართლო კოლეგიის მიერ ყადაღის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღბულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ადვოკატის განცხადებით, დადასტურდა რომ მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებული ყადაღა არათანაზომადი იყო.

"ამ განჩინებით დადასტურდა ის, რომ მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებული ყადაღა იყო არათანაზომადი, აღნიშნული ყადაღა არა მარტო ემსახურებოდა მოსარჩელის ინტერესებს, ქიბარ ხალვაშის ინტერესებს, არამედ უფრო მეტი შეზღუდვები იყო დაწესებული, ვიდრე საჭიროებდა მოსარჩელის ინტერესების დასაცავად. დღეს ჩაბარებული განჩინების საფუძველზე დადასტურდა ის, რომ მედიასაშუალებას არ უნდა აეკრძალოს იმ ფუნქციების განხორციელება, რომელიც სასიცოცხლოა მისი ფუნქციონირებისათვის. დღევანდელი განჩინების საფუძველზე ის შეზღუდვები, რომელიც ეხებოდა სტუდიის ფუნქციონირებისათვის საჭირო მოწყობილობების გაქირავებას, ავტომობილების გაქირავებას, აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნა, ასევე მოიხსნა ჩვენი პარტნიორებისთვის დაკისრებული აკრძაკვა იმის თაობაზე, რომ დაემტკიცებინათ წლიური შედეგები საწარმოში. 5 ნოემბრის განჩინება, მიღებული მოსამართლე ურთმელიძის მიერ გაუქმდა, რაც ნიშნავს, რომ რუსთავი 2-ს დროებით მმართველები აღარ ეყოლება. სავარაუდოდ ეს გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო განჩინება, რომელიც ჩვენ დავურთეთ ჩვენს საჩივარს და მივმართეთ მოსამართლე ურთმელიძის მიმართ, სწორედ ეს იყო განმაპირობებელი ამ განჩინების გაუქმების, რომელიც შემდეგ როგორც იცით, თვითონ უურთმელიძემ არ დააკმაყოფილა, მაგრამ გადმოუგზავნა სააპელაციო სასამართლოს",-განაცხადა რუსთავი 2-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა.

სააპელაციო სასამართლომ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება, რომელიც რუსთავი 2-ში დროებითი მმართველების დანიშვნას ეხებოდა, სრულიად გააუქმა. ასევე არ დაკმაყოფილდა დავით დვალის მოთხოვნა დროებითი მმართველების სიიდან ამორიცხვის შესახებ.

სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის იურისტების მოთხოვნა ყადაღის გაუქმებასთან დაკავშირებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42