"სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენს მოთხოვნებს არსებითად არ ცვლის" - პაატა სალია
სამართალი - 15:26, 30 Nov, 2015     768
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პაატა სალია აცხადებს, რომ სასამართლოს განჩინება მათ მოთხოვნას არსებითად არ ცვლის, რადგან მისი განმარტებით, მათი მიზანი იყო, დავის დასრულებამდე არ მომხდარიყო კომპანიის გასხვისება ან მისი რაიმე სხვა ფორმით დატვირთვა.

„მხოლოდ 3 თვის ვადით მიეცა შესაძლებლობა სამაუწყებლო კომპანიას მოახდინოს მის მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონების გაქირავება. მე ვერ ვხედავ, რომ ამან არსებითად რაიმე ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს. მთავარი ზიანი, რაც შეიძლება მიდგომოდა ჩემს მარწმუნებელს, შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო დღევანდელი მენეჯმენტის არაკეთილსინდისიერი მოქმედებებით. სწორედ ამიტომ ვითხოვდით დროებითი მმართველების დანიშვნას კომპანიაში. ეს რისკები არსებობს. თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილია დროებით მმართველებთან დაკავშირებით,“ - განმარტა პაატა სალიამ.

სააპელაციო სასამართლომ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება, რომელიც "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველებვის დანიშვნას ეხებოდა სრულიად გააუქმა.

ასევე არ დაკმაყოფილდა დავით დვალის მოთხოვნა დროებითი მმართველების სიიდან ამორიცხვის შესახებ.

სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის იურისტების მოთხოვნა ყადაღის გაუქმებასთან დაკავშირებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42