ხალხმრავალი აქცია ოზურგეთში - მოსახლეობამ ჩინურ კომპანიას გზა გადაუკეტა
რეგიონები - 14:37, 29 Nov, 2015     3108
ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს სოფელ ორმეთში. შრომის თემის მოსახლეობას გადაკეტილი აქვს გზა და ჩინური კომპანიის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლეენ.

ადგილობრივები "გურიის მოამბესთან" ამბობენ, რომ სატვირთო ავტომანქანების აქტიური მოძრაობის გამო სოფელში გზები კატასრტოფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და მათ გადაადგილების პრობლემა ექმნებათ: "საშინელი სიტუაციაა, ორმოები, მტვერი, რომ გაწვიმდება ტალახი. გარეთ ვერ გამოხვალ ბოტები თუ არ გაცვია. რამდენჯერ ვთხოვეთ სოფლის ხელმძღვანელობას, რომ ამისთვის მიექცია ყურადღება, მაგრამ მანამ არავინ არ მოახდინა რეაგირება, სანამ მთელი სოფელი ქუჩაში არ გამოვედით. შეუძლებელია ასე გაგრძელება. არ გავატარებთ ამ სატვირთოებს, სანამ არ მოგვარდება პრობლემა"-გვეუბნებიან აქციის მონაწილეები.

გურიის უბერნატორი, გია სალუქვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმეთში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით გვეუბნება, რომ მოსახლეობის პროტესტი ჩინური კომპანიის მიმართ მდინარე სუფსიდან სატვირთო მანქანებით ინერტული მასალის გატანას უკავშირდება.

სალუქვაძე გვეუბნება, რომ გარემოსდაცვის სამინისტროს ამაზე ლიცენზია გაცემული აქვს, თუმცა მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე პრობლემების თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისი თქმით, ის ამ წუთებში დედაქალაქში იმყოფება, ადგილზე კი სიტუაციას მისი მოადგილე, სოსო ერქომაიშვილი გაარკვევს: "მე თბილისში ვარ, ვიცი რომ გადაკეტეს გზა და იქ მივა ჩემი მოადგილე და გაარკვევს სიტუაციას“.

ჩინური კომპანია კონჭკათისა და ორმეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსიდან ინერტულ მასალას ეზიდება, რომელსაც ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის იყენებენ.

ორმეთის თემში გამგებლის წარმომადგენელი მაყვალა დარჩია 'გურიის მოამბესთან" ამბობს, რომ მათ არაერთხელ ჰქონდათ საუბარი ჩინური კომპანიის წარმოამდგენლებთან, რომლებიც სისტემატიურად ახდენენ სოფლის გზის მოხრეშვას: "ბევრჯერ ვესაუბრეთ ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს, მათ არანაირი პრობლემა არა აქვთ გზის მოხრეშვაზე და ამას სისტემატიურად აკეთებ, მოსახლეობა კი მის მოასფალტებას ითხოვს, რადგან მოხრეშილი გზა მალევე ფუჭდება. 3 კილომეტრიანი მონაკვეთზე ადგილობრივები რკინა-ბეტონის გზას ითხოვს, რისი შესაძლებლობაც ამ წუთებში ჩვენ არ გაგვაჩნია"-გვეუბნება დარჩია.

კაპიტალური გზის დაგებაზე უარს აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ ეს ადგილობრივი ხელისუფლების მოსაგვარებელია: 'ჩვენ გზის მოხრეშვას სისტემატიურად ვახდენთ, მოსახლეობა ამბობს, რომ ასე გზა მალევე ფუჭდება და ითხოვენ მის კაპიტალურ შეკეთებას. ამის ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს. ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს"-გვეუბნებიან კომპანიის წარმომადგენლები, რომელთა სატვირთო მანქანებიც უკვე ერთი საათია სოფლის ცენტრში არიან გაჩერებულები და მოსახლეობა მათ გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მანამ არ დაიშლებიან, სანამ მათთვის კონკრეტული გადაწყვეტილება არ გახდება ცნობილი, გზის დაგებასთან დაკავშირებით: "50-ტონიანი სატვირთო მანქანები ყოვედ დღე და დღეში რამდენჯერმე მოძრაობენ სოფელში, სულ გამოიყვანეს მწყობრიდან გზა. მოხრეშვა რას უშველის ამას, გაწვიმდა, ჩამოირეცხა ეს ხრეში და დაგვრჩა ორმოები. ვითხოვთ გაკეთდეს კაპიტალური გზა"-ამბობენ აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ამ წუთებში ორმეთში ათეულობით მანქანა სოფლის ცენტრშია გაჩერებული და მოსახლეობა მათ გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. იქ ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ იმყოფება.

თეა იოსელიანი, გურია

ფოტო არქივიდან





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42