გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისში, მესხიშვილის ქუჩაზე, 2001 წელს დაბადებულ ნიკა ს.-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს თაღლითურად დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარიდან ერთ საათში, კახა ბ.-მ მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 1998 წელს დაბადებულ ლადო კ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და თანმხლებ გერონტი მ.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, კახა ბ. და გერონტი მ. თბილისში, დადიანის ქუჩაზე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია თაღლითურად მითვისებული მობილური ტელეფონი. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება თაღლითობის და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე და 118-ე მუხლებით).
მასალის გამოყენების პირობები






