ამის შესახებ "გურიის მოამბეს" სანდო წყარომ აცნობა. ოზურგეთის სასამართლო, მოსამართლე გიორგი ზვიადაძემ, არ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა, ეჭვმიტანილის წინასწარ ორთვიან პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლემ უარი ბრალდების მხარეს, სასულიერო პირების ზეწოლის შედეგად უთხრა. როგორც ცნობილია, გადაწყვეტილებას მოსამართლე საკუთარ ოთახში ჩაკეტილი, ხუთი საათის განმავლობაში იღებდა, რა დროსაც მას, სხვა სასულიერო პირები ტელეფონით უკავშირდებოდნენ და ემუქრებოდნენ.
იოანე პეტრიწის ქუჩაზე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ოზურგეთში ერთი თვის წინ გაიტაცეს. პოლიციამ ის მეორე დღეს, მომხდარიდან ნახევარ კილომეტრში, გაძარცვული იპოვა და სავარაუდო ეჭვმიტანილიც რამდენიმე კვირაში დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ქურობისთვის დაკავებული პირი სასულიერო პირია. როგორც "ნიუპოსტს" უწყებაში განუცხადეს, შემთხვევა ერთი თვის წინ კოსტავას ქუჩაზე მოხდა. მომხდრაზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით აღიძრა.
მასალის გამოყენების პირობები






