"გვიყვირით ისე, რომ რამდენჯერმე კინაღამ მანტიიდან ამოხტით"- ხმაური სასამართლო დარბაზში
სამართალი - 18:53, 26 Nov, 2015     2677
ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული მსახიობის ირაკლი რამიშვილის წინასასამართლო სხდომა ჯარიმებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა, ჯერ მსახიობის მხარდასაჭერად მისული დავით ტურაშვილი 200 ლარით დააჯარიმა, ადვოკატი ირმა ჭკადუა კი დარბაზიდან გააძევა.

ირმა ჭკადუასა და მოსამართლეს შორის შელაპარაკება მაშინ მოხდა, როდესაც ადვოკატი მოსამართლე მრელაშვილის აცილებაზე შუამდგომლობას აყენებდა.

"ცუდად იქცევით გვიყვირით ისე, რომ რამდენჯერმე კინაღამ მანტიიდან ამოხტით. თუ მკურნალობა გჭირდებათ იმკურნალეთ"- მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს, რის შემდეგაც ის მოსამართლემ გააძევა კიდეც.

სხდომათა დარბაზში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მსახიობის ადვოკატების შუამდგომლობა პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ირაკლი რამიშვილის ადვოკატები თვლიან, რომ მტკიცებულებები უკანონოდ არის მოპოვებული.

"მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილი არათუ მიკერძოებულია, არამედ დღეს მან გააუპატიურა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი , -ეს განცხადება ირაკლი რამიშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სასამართლო დარბაზიდან გაძევების შემდეგ გააკეთა.

"მთავარი არის ის, რომ ირაკლი რამიშვილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთიერებაზე გამომძიებლები, რომლებიც დაიკითხნენ, ამბობდნენ, რომ ეს იყო მოთეთრო ფერის გრანულებიანი ნივთიერება. ექსპერტებმა კი გახსნეს და აღნიშნული ნივთიერება წარმოადგინეს, როგორც მცენარეული, მოყავისფრო ფერის ნივთიერება. მოსამართლემ კი თქვა, რომ ერთი და იგივეა ეს. ამის შემდეგ როგორ შეიძლება ჩაითვალოს ის მიუკერძოებელ და ობიექტურ მოსამართლედ. ის არათუ მიუკერძოებელია, არამედ საერთოდ არ იცის რა წერია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. მან დღეს გააუპატიურა საპროცესო კოდექსი", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი ირაკლი რამიშვილი 11 ოქტომბერს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მსახიობს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42