თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი საკრებულოში დაკითხვაზე იმყოფება. საგამოძიებო უწყებას კითხვების მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით აქვს, სადაც ელისაშვილმა თქვა, რომ მას უთვალთვალებენ.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ პროკურატურა აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირებას მოახდენს.
"ჩემთან დაკავშირებით სპეცსამსახურების აქტივობა დაიწყო მაშინ, როცა პირველად გავაკრიტიკე პანორამა თბილისი. როგორც ჩანს ბევრი არაპროფესიონალი მუშაობს. წარმოიდგინეთ ფეხით, რომ კაცი დადიხარ და მანქანა, რომ დაგყვება და დროდადრო ფოტოებს რომ გიღებს.
ყოველდღე შემთხვევა, როდესაც ერთიდაიგივე მანქანაა, ოღონდ სხვა ნომრებით. საქარველოში ყველაფერს ერთი კაცი აკონტროლებს და არც ეს ამბავი არ იქნებოდა ამ თვეების განმავლობაში“, - განაცხადა ელისაშვილმა საკითხვაზე შესვლამდე.
მასალის გამოყენების პირობები






