სეს-მა ჰიგიენური პირობების დარღვევის გამო 5 საბავშვო ბაღი დააჯარიმა
სამართალი - 15:55, 26 Nov, 2015     2065

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს საბავშვო ბაღების კვების ბლოკებისა და სკოლის ბუფეტების ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდა 290 ინსპექტირება (გეგმური - 40 საბავშვო ბაგა-ბაღსა და 4 სკოლაში, არაგეგმური - 2 სკოლაში, გადამოწმდა 213 საბავშვო ბაგა-ბაღი და 31 სკოლის ბუფეტი). გადამოწმებისას რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო 400 ლარით დაჯარიმდა 5 საბავშვო ბაღი.

ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა და, შესაბამისად, არცერთი საბავშვო ბაღის კვების ბლოკსა და სკოლის ბუფეტს საწარმოო პროცესი არ შეჩერებია. ძირითადად, დარღვევები გამოიხატა შემდეგში - ჭურჭლის გასარეცხი და ხელსაბანი ნიჟარების არასაკმარისი რაოდენობა, ცხელი წყლისა და შესაბამისი ჰიგიენური საშუალებების, სათანადო ვენტილაციის, დეზობარიერების, მწერებისაგან დამცავი ბადის არარსებობა, დამცავი ტანისამოსის არქონა და ა. შ. აღნიშნული შეუსაბამობების გამოსწორების მიზნით ბიზნესოპერატორებს მიეცათ რეკომენდაციები და ვადები, რის შემდეგაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები გადამოწმებას განახორციელებენ.

2015 წლის იანვრიდან დღემდე, წინასწარი მონაცემებით, სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში ჩატარებულია 2011 ინსპექტირება, მათ შორის, საბავშვო ბაგა-ბაღებში 1650 (გეგმური - 941, არაგეგმური - 13, გადამოწმება 696) და სკოლის ბუფეტებში - 361 (293 - გეგმური; 4 - არაგეგმური; 64-გადამოწმება). ინსპექტირების პროცესი კვლავ გრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42