"პროკურატურა გადაწყვეტილებას ძალიან მალე მიიღებს" - შოთაძე გახმაურებულ საქმეებზე
სამართალი - 13:13, 26 Nov, 2015     1666
მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში არსებულ დარღვევებზე საუბრობს.

მისი თქმით, ექსპრემიერის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურას საკუთარი გეგმის მიხედვით მუშაობს. შოთაძე იმედოვნებს, რომ გამოძიება მალე დასრულდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

„ზურაბ ჟვანიას საქმეზე წლების განმავლობაში არ ჩატარდა ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც საჭირო იყო. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მთელი რიგი დარღვევებია დაშვებული. ასევე დარღვევები დაშვებულია შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებში და ის საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, რომელიც დღეს მოგვცემდა საშუალებას, რომ მიღებული ყოფილიყო შესაბამისის სამართლებრივი გადაწყვეტილება და პასუხი გასცემოდა კითხვას, თუ რა ვითარებაში მოხდა ექსპრემიერის გარდაცვალება. თუმცა ამ მიმართულებით ვმუშაობთ. იმედია, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და კითხვის ნიშნებს, რაც საზოგადოებაში არსებობს პასუხი გაეცემა. აქამდე რაც სისხლის სამართლის საქმეზე ზედაპირში იყო, ჩვენ მოვახდინეთ რეაგირება. კერძოდ, ექსპრემიერის დაცვის თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც გულგრილობა ჩაიდინეს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს ადამიანები მათზე დაკისრებულ მოვალეობას გულგრილად მოეკიდნენ და მათი დაუდევრობა ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება. ჩვენ გვაქვს გეგმა და ამ გეგმით მივდივართ. ურთულესია ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. თუმცა ჩვენ ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა შოთაძემ.

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოძიება ბოლოშია გასული.

„რაც შეეხება ეროსი კიწრმარიშვილის გარდაცვალებას, გამოძიებას საკმაოდ დიდი მონაცემები აქვს შეკრებილი. ჩატარებულია ყველა საექსპერტო კვლევა, რომელიც საჭიროა იმის გასარკვევად, თუ რა ვითარებაში მოხდა კიწმარიშვილის გარდაცვალება. გამოძიება ბოლოშია გასული. ამოწურულია ყველა საგამოძიებო მოქმედება. დარჩენილია მცირე საგამოძიებო მოქმდებები, რომელიც უახლოეს მომავალში ამოიწურება. პროკურატურა მიიღებს შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვაპირებთ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ყველა მასალის გასაჯაროებას. მინდა ვთქვა, რომ ამ სისხლის სამართლის მასალები გადაცემული აქვს კიწმარიშვილის ოჯახს. მათ მიერ მოწვეული კერძო ექსპერტები ჩართული იყვნენ საწყისი ეტაპიდან საგამოძიებო მოქმედებებში“, - განაცხადა შოთაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42