დავით ბორჩაშვილთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 16:12, 24 Nov, 2015     1204

თბილისის საქალაქო სასამართლო დავით ბორჩაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ბრალდებულ დავით ბორჩაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.

დავით ბორჩაშვილს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა და აღნიშნული ორგანიზაციის სახელით მისი საქმიანობის ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით ოპერაციების განხორციელება.

ვინაიდან სასამართლოში ბრალდებულის წარმოუდგენლობის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო და არა სურვილი არგამოცხადების, სასამართლომ გასვლითი სხდომა სს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გამართა.

სასამართლომ დახურულ სხდომაზე განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, ვინაიდან დ. ბორჩაშვილს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12-15 წლამდე წლამდე ვადით. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულის თავისუფლებაში დატოვების შემთხვევაში ის შესაძლოა მიემალოს გამოძიებასა და სასამართლოს, განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა და ხელი შეუშალოს საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 13 იანვარს 15:00 საათზე გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42