ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაცვის მხარე ამბობს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა. მათი ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებას „იუთუბიზე“ გავრცელებული ვიდეოების გარდა მტკიცებულებები არ აქვს.
„ბრალდების მხარეს არ აქვს მტკიცებულებები გარდა ორი დღის წინ გავრცელებული ვიდეოებისა. ამაში გასასაიდუმლოებელი არაფერი არ იყო. ვიდეო, რომელიც მტკიცებულებაც უდევს ბრალდებას გადაღებულია თურქეთის საზღვართან. ეს ადგილი ასეულობით კილომეტრით არის დაცილებული იმ რაიონს, რომელსაც ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს. ეს ვიდეო გადაღებულია იმ დროს, როდესაც ისლამური სახელმწიფო არც იყო აღიარებული ტერორისტულ ორგანიზაციად“, - აღნიშნა ადვოკატმა გელა ნიკოლაშივილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ბორჩაშვილი საქართველოს სსკ-ის 328 ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს. დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






