პოლიციამ მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა - შსს-ს განცხადება ქუთაისის ინციდენტზე
სამართალი - 09:49, 23 Nov, 2015     1492

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში შოთა ქემოკლიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამარლოს განჩინების საფუძველზე, 2015 წლის 22 ნოემბერს, ცივი იარაღის ტარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 238-ე პრიმა მუხლი) დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი - ორჯერ ქურდობისთვის, ერთხელ ძარცვისთვის და ასევე, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის არაერთხელ დაჯარიმებული და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შოთა ქ. სამართვალდამცველებმა ბრალდებული დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულმა იზოლატორში შეყვანის შემდეგ სხეულზე ნაკაწრების სახით თვითდაზიანება მიიყენა. ასევე, მან სამართალდამცველებს განუცხადა, რომ პირის ღრუში დამალული ჰქონდა ე.წ. „ბრიტვის“ ნატეხი, რომელიც გადაყლაპა. აღნიშნულ ფაქტზე მოხდა შესაბამისი რეაგირება, სამართალდამცველებმა ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და დაკავებული ბადრაგის თანხლებით სტაციონარში გადაიყვანეს.

წინასწარი სამედიცინო გამოკვლევით დადგინდა, რომ შოთა ქ-ს არ ჰქონდა არანაირი საგანი გადაყლაპული, ხოლო დამატებით საჭირო გამოკვლევებზე, მან უარი განაცხადა, რის შემდეგაც შოთა ქ. სტაციონარიდან გაეწერა. ბრალდებული ამ დროისთვის მოთავსებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ის 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საჭიროების შემთხვევაში, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა. შოთა ქ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ქემოკლიძის დაკავებას ქუთაისის სამხარეო პოლიციის შენობასთან ინციდენტი მოჰყვა. ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა პოლიციის მაღალჩინოსნების ავტომობილებს მანქანა დააჯახა. მამაკაცი უკვე დაკავებულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42