ბორჩაშვილი სირიაში ყოფნას და თავისუფალ არმიასთან კავშირს ადასტურებს
სამართალი - 23:06, 22 Nov, 2015     2438
ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილი კვლავ ღუდუშაურის საავადმყოფოში რჩება. იმყოფებოდა თუ არა ის სირიაში და რა კავშირი აქვს დაკავებულს ,,ისლამურ სახელმიწოფსთან“, ბორჩაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ის ნამდვილად იმყოფებოდა სირიაში, თუმცა ადვოკატის თქმით, მისი დცვის ქვეშ მყოფს კონტაქტი ჰქონდა სირიის თავისუფალ არმიასთან და არა ისლამურ სახელმწიფოსთან. ნიკოლაიშვილი ამბობს, სირიის თავისუფალი არმია როგოც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს, ასევე ისლამურ სახელმწიფოს იგივე ISIS-ს ებრძვის.

"გავრცელებულ ხმებს, გავრცელებულ კადრებს, რომ ის მებრძოლის ფორმაშია, ამას ჩვენ ვნახავთ მას შემდეგ , რაც ბრალს წაუყენებენ. თუმცა თვითონ კატეგორიულად უარყოფს ისლამურ სახელმწიფოსთან რაიმე კავშირს. არ უარყოფს ზოგადად, რომ სირიაში არის ნამყოფი, თუმცა ის დაჯგუფება ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, კონტაქტი არა მებრძოლის სახით, ის დაჯგუფება მართალია ებრძვის ასადის რეჟიმს, მაგრამ ასევე ებრძვის "ისლამურ სახელმწიფოს". ეს ორგანიზაცია არის "სირიის თავისუფალი არმია" და უნდა ითქვას, რომ ეს ორგანიზაცია თვითონ არის მხარდაჭერილი დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ, როგორც ასადის მოწინააღმდეგე, რომელიც ასევე ებრძვის "ისლამურ სახელმწიფოს". აქედან გამომდინარე თუ ეს ასეა და თუ საწინააღმდეგოს მტკიცებულება ბრალდებამ ვერ წარმოადგინა, არავითარი საფუძველი არ იქნება იმისა, რომ მას ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების და მასში მონაწილეობის ბრალი წარუდგინონ,"-განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

თუმცა, როგორც ბორჩაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, ის თუქეთში სამკურნალოდ იყო წასული და სირიაში არ ყოფილა. ბორჩაშვილს ოფიციალურად ბრალს ხვალ წაუყენებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათით წინ “იუთუბში” გავრცელდა ახლო აღმოსავლეთში გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული, პანკისელი დავით ბორჩაშვილი ჩანს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ბორჩაშვილი საქართველოს სსკ-ის 328 ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს.

დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ადვოკატამდე ბორჩაშვილი საავადმყოფოში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა და განაცხადა, რომ ბორჩაშვილზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა არ მომხდარა. ბორჩაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დასჭირდება თუ არა მას ოპერაცია ამ დროისთვის უცნობია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42