როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მოქალაქე დავით ბორჩაშვილი დააკავეს სსსკ-ის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანზიაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს.
ბორჩაშვილის საქმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება. მისი ნახვის საშუალება არ ეძლევათ ოჯახის წევრებს და სახალხოს დამცველის ოფისის წარმომადგენელს. ჯახის წევრების აცხადებენ, რომ ბორჩაშვილი თურქეთში მუშაობდა და მას სირიასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია. ცნობილია, რომ გუშინ საქართველოში დაბრუნებისას 29 წლის დავით ბორჩაშვილი სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს. თურქმა სამართალდამცველებმა დეპორტირებული დავით ბორჩაშვილი ისევ უკან – საქართველოში გამოუშვეს, რის შემდეგაც მისი დაკავება განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები






