ლიტვურმა კომპანია „რასერნას“ წარმომადგენლები სამართალდამცავ უწყებებს თანამშომლის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავენ.
როგორც კომპანიის დაკავებული თანამშრომლის ადვოკატები აცხადებენ, კონსტანტინ კოვალეუვსკი პოლიციამ 9 ნოემბერს ქუთაისის აეროპორტში უკანონოდ დააკავა.
ცნობილია, რომ კოვალეუვსკის ქართველი ბიზნეს-პარტნიორის მეუღლე თანხის მოპარვაში ადანაშაულებს. თუმცა დაცვის მხარე ამბობს, რომ ბრალის წარდგენა მტკიცებულების გარეშე მოხდა. ლიტვური კომპანიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარის შემდეგ საქართველოში ბიზნესის გაგრძელებაზე უარი თქვან.
დაკავებულის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ადგილი ჰქონდეს განმცხადებლისა და პროკურატურის ერთობლივ ქმედებებს.
„საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თოთოეული თეთრი, რომელიც ევროპიდან შემოედინება მოხმარდეს საქართველოში ეკონომიკის აღორძინებას. აქ ჩაერთო სამართლებრივი ორგანო, რომელმაც ჩვეული უკანონობით მოახდინა ლიტვური ბიზნესპარტიონის დაპატიმრება“, - ამბობს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






