„ამ კონკრეტულ საქმეში, საქმე გვქონდა წინასწარი პატიმრობის თვალთმაქცური მიზნით გამოყენებასთან. პატიმრობა შემეფარდა იმ დროს როცა ერთი კვირა იყო დარჩენილი მეორე საქმის ვადის ამოწურვამდე.“- განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
ახალაიას დამცველებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს, რომ საქმეს დაერთოს ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ახალაიასთვის წინასწარი პატიმრობა ამ საქმეზე უკანონოდ არის შეფასებული.
ახალაიას ადვოკატები აღნიშნულ საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას დაკითხვასაც ითხოვენ. ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით დაკითხვისას სერგო თეთრაძის მეუღლემ განაცხადა, რომ ამ სამქესთან დაკავშირებით მას შეხვედრა ქონდა ირაკლი ალასანიასთან. შესაბამისად ადვოკატის მოსაზრებით ალასანია აღნიშნული საქმესთან შემხებლობაშია და მისი დაკითხვის მოთხოვნაც ამ მოტივიდან გამომდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






