საკონსტიტუციო სასამართლო "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 20:24, 13 Nov, 2015     2089

საკონსტიტუციო სასამართლო "რუსთავი 2"-ის სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 13 ნოემბერს არსებითად განსახილველად მიღებულ იქნა შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ კონსტიტუციური სარჩელი (სარჩელის რეგისტაციის N681) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით იურიდიული პირის - მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალების ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების დროებითი მმართველისთვის მინიჭებას.

საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები მკაფიოდ არ განსაზღვრავს დროებითი მმართველის უფლებამოსილებების ფარგლებს. ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების მიხედვით და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, დროებითი მმართველი აღჭურვილია ფართო უფლებამოსილებებით, რომელიც, მათ შორის, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-91 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს და შესაძლოა დამატებით განისაზღვროს სამოქალაქო დავის განმხილველი მოსამართლის მიერ.

ამდენად, სადავო ნორმები არ გამორიცხავს დროებითი მმართველის უფლებამოსილებას, მათ შორის, წარმოადგინოს ტელეკომპანია მესამე პირებთან ურთიერთობაში, გაასხვისოს, მართოს ან/და უფლებრივად დატვირთოს იურიდიული პირის (შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის) ქონება მისი პარტნიორის ნების საწინააღმდეგოდ. ის ასევე აღჭრუვილია ფართო უფლებამოსილებით, განსაზღვროს მაუწყებლის სატელევიზიო ბადე, დადოს ხელშეკრულება ან უარი თქვას მასზე, აღიაროს მესამე პირის წინაშე არსებული ვალდებულებები ან უარი თქვას მათ აღიარებაზე. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა არ შეიცავს ეფექტურ სამართლებრივ გარანტიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დროებითი მმართველის მიერ კომპანიისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ადეკვატურ და პროპორციულ კომპენსაციას.

ყოველივე ამან შესაძლოა გამოიწვიოს მოსარჩელის (შპს „ტელეკომპანია საქართველო“) საკუთრებაში არსებული შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ქონების ღირებულების შეცვლა, მისი შემცირება, ასევე პარტნიორის ნების საწინააღმდეგოდ ქონების გასხვისება, რამაც შეიძლება წარმოშვას გამოუსწორებელი ზიანი, რომლის ანაზღაურებაც ვერ მოხერხდება დროებითი მმართველის წინააღმდეგ სამოქალაქო დავის წარმოების გზით“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42