საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „რუსთავი 2“-ის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს“ 15 წუთიანი შესვენება გამოცხადდა. მანამდე სასამართლომ პარლამენტის შუამდგომლობით მოწვეული სპეციალისტი გია ლილუაშვილი დაკითხა.
როგორც ლილუაშვილმა განმარტა, ნორმა, რომლის მიხედვით თამაზ ურთმელიძემ 5 ნოემბერს გადაწყვეტილება მიიღო, კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.
„ვფიქრობ, ალბათ უმჯობესი იქნებოდა რაღაცეების უფლებები არ მიეცა დროებითი მმართველისთვის. მაგრამ, ვიმედოვნებ, რომ ბატონი მოსამართლე როდესაც ასეთ განჩინებას იღებდა, ალბათ ფიქრობდა, რომ დროებითი მმართველი კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე არ გაასხვისებს იმ ქონებას, რაზეც დავაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ ეწინააღმდეგება არცერთ იმ კონსტიტუციურ მუხლს. მოსამართლის შეცდომას არ უნდა შეეწიროს რომელიმე მუხლი", - განაცხადა გია ლილუაშვილმა.
ტელეკომპანიის იურისტებმა სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მიმართეს. ისინი იმ ნორმის შეჩერებას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანიას დროებითი მმართველები დაუნიშნა. სარჩელზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო სავარაუდოდ დღეს მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






