"მოძალადე პოლიციელი აქამდე უნდა დაეკავებინათ" - მდინარაძის პირველი კომენტარი კვირკვაიას დაკავებაზე
სამართალი - 13:53, 13 Nov, 2015     2532
ადვოკატი გიორგი მდინარაძე მისი ცემის ფაქტზე ბრალდებული შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსის ლაშა კვირკვაიას დაკავების ფატქს მიესალმება, თუმცა იქვე ამბობს, რომ შესაძლებელია „მოძალადე პოლიციელის“ დაკავება დაგვიანებულია.

ადვოკატმა კვირკვაიას დაკავების ფაქტი „ნიუპოსტისგან“ გაიგო.

„მოძალადე პოლიციელი აქამდე უნდა დაეკავებინათ, ვშიშობ რომ ლაშა კვირკვაიას დაკავება დაგვიანებულია. ვეჭვობ, რომ მან თანამშრომლებზე ზეგავლენის მოხდენა უკვე მოასწრო, რის შემდეგაც მათ არასწორი ჩვენება მისცეს. რაც შეეხება ზოგადად პროკურატურის გადაწყვეტილებას, მას მივესალმები, ალბათ უწყება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იყო საკმარისზე მეტი მტკიცებულებები, რაც დაკავების საფუძველი გახდა“ - აღნიშნა ადვოკატმა.

გიორგი მდინარაძე ამბობს, რომ კვირკვაიას თანამონაწილეებიც უნდა დაისაჯონ.

„სიმართლე გითხრათ ისეთ აქტიურ ძალადობას როგორც ეს ახორციელებდა სხვები არ ჩადიოდნენ, არ მახსოვს დამარტყა თუ არა ვინმემ ლაშა კვირკვაიას გარდა, თუმცა დახმარება არსებობს სისხლის სამართალში სხვადასხვა სახის. ხელის შეწყობა, ინტელექტუალური დახმარება, ჩემ შემთხვევაში იყო ფიზიკური დახმარება, რომ განყოფილების უფროსს გაადვილებოდა ჩემი ცემა“ - დასძინა გიორგი მდინარაძემ.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, "საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილს ძალადობით“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42