კიდევ ერთი უარი პარლამენტს - საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება
სამართალი - 13:53, 13 Nov, 2015     3441

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის შუამდგომლობა „რუსთავი 2“-ის საქმიდან 2 მოსამართლის, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„პს „ტელეკომპანია საქართველოს“ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გამართული განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ იმსჯელა მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებზე, მათ შორის, სასამართლო კოლეგიის 2 მოსამართლის, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილების შესახებ.

საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობა მოტივირებული იყო, მათ შორის, იმით, რომ სასამართლოს კოლეგიის მიერ 2 ნოემბერს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ და შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N675) არსებთად განსახილველად მიღებული იყო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით, რაც მოპასუხის აზრით, კოლეგიაში შემავალი ოთხი მოსამართლიდან ორის მიკერძოებულობაზე მიანიშნებდა.

სასამართლო კოლეგიამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და, მათ შორის, აღნიშნა, რომ N675 კონსტიტუციური სარჩელი (შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს „ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არსებითად განსახილველად მიღებული იქნა როგორც კანონმდებლობის სრული დაცვით, ასევე სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად.

უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამაზე მიუთითებს თავად მოპასუხის საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობაში მოყვანილი მონაცემებიც. კერძოდ: სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კონსტიტუციური სარჩელების აბსოლიტური უმრავლესობა არსებითად განსახილველად მიღებულია ზეპირი მოსმენის გარეშე, ხოლო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში დაყენებული 19 შუამდგომლობიდან მხოლოდ 6 იქნა განხილული ზეპირი მოსმენით.

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ და შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ არსებთად განსახილველად მიღებისა და სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, ასევე, მისი საჯაროდ გამოცხადების პროცესში სრულად იყო დაცული კანონის როგორც ფორმალური მხარე, ასევე მისი არსი. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების მჭიდრო ვადებში მიღება ასევე გამომდინარეობდა მასზე დაკისრებული კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების ვალდებულებიდან. ამდენად, კანონის მოთხოვნათა დაცვით, ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება ცალკეულ მოსამართლეთა ან სასამართლო კოლეგიის მიკერძოებულობის დამადასტურებელ საბუთად.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 12 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა საქმის განხილვაში სპეციალისტის ჩართვის შესახებ. ხოლო რაც შეეხება საქმის განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის გადაცემის შუამდგომლობას, სასამართლომ დაადგინა, რომ იგი ჯერ მოისმენდა მხარეთა განმარტებებს კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით და ამის შემდეგ გადაწყვეტდა, რამდენად არსებობდა საქმის განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის გადაცემის საფუძველი.

საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ მოუწოდებს მხარეებს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს და ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ კანონისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესახებ ისეთი არასწორი განცხადებების გაკეთებისგან, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოაჩენს პოლიტიკური პროცესის მონაწილედ და გამოიწვევს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42