შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით 11ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს. ავტომანქანაში, რომელსაც ირანისმოქალაქე ჰ.ს. მართავდა, დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტი VEGABDOL (2 აბი)იპოვეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს.
იმავე დღეს, 30 აბინარკოტიკულინივთიერების შემცველი მედიკამენტი IXPRJMაღმოაჩინეს„სადახლო-საავტომობილოს“მებაჟე ოფიცრებმა რუსეთისმოქალაქე კ.მ.-ის ავტომანქანის რისკის პროფილის საფუძველზე დათვალიერების შედეგად.ამ საქმესმარნეულისსაგამოძიებოსამსახურისსადახლოსგანყოფილება შეისწავლის.
მსგავსი ფაქტი მოხდა 12 ნოემბერს,საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“. სომხეთის მოქალაქე მ.დ.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი CIRRUS(56 აბი) აღმოაჩინეს.საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა, საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს.
მასალის გამოყენების პირობები






