"მფლობელებს შორის დავა გვარამიას იმგვარ ისტერიკაში აგდებს, რომ უკვე ქართულ კანონსაც აღარ იცნობს"- წულუკიანი
სამართალი - 18:26, 11 Nov, 2015     2313
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქართულ კანონს აღარ იცნობს.
"რუსთავი 2"-ის სხვადასხვა დროის მფლობელებს შორის სასამართლო დავა ბატონ გვარამიას იმგვარ ისტერიკაში აგდებს, რომ უკვე ქართულ კანონსაც აღარ იცნობს , - აღნიშნა, მინისტრმა და თქვა, რომ საჯარო რეესტრში არანაირი დოკუმენტი არ შეუსლა, რომლითაც დროებით მმართველად დვალმა და საყევარიშვილმა ზაალ უდუმაშვილი მინდობილ პირად სცნეს.

"თავს უფლებას მივცემ, განვუმარტო ნიკა გვარამიას ქართული კანონი - საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, ნოტარიუსთან მინდობილობის გაფორმება არის ცალმხრივი ნების გამოხატულება, რომ ესა და ეს პირი, ენდობა ამა და ამ პირს და სთხოვს ნოტარიუსს, რომ დაამოწმოს ამ ნების ნამდვილობა. როგორც ჩანს, ორი ადამიანი - ტელეკომპანიის დროებითი მმართველები გამოცხადდნენ ნოტარიუსთან და უთხრეს, რომ მათ აქვთ ნება იმის შესახებ, რომ ისინი ენდობიან ბატონ უდუმაშვილს. მათ სთხოვეს ნოტარიუსს, რომ კანონით დადგენილი წესით, ამ ნების ნამდვილობა დაედასტურებინა. ნოტარიუსს არ ევალება ეძიოს მინდობილი პირის, ამ შემთხვევაში ბატონი უდუმაშვილის თანხმობა. ეს ასეა კანონით და ვერ შეიცვლება. ამიტომ ნოტარიუსს დღეს კანონი არ დაურღვევია. რაც შეეხება საჯარო რეესტრს, გაგიკვირდებათ, მაგრამ არაფერი საჯარო რეესტრში დღეს ამ საკითხზე არ შემოსულა. ამიტომ დამნაშავეზე საუბარი, სახელმწიფო ინსტიტუტების ლანძღვა, კანონის დავიწყება, რომელიც ბატონმა ნიკა გვარამიამ უნივერსიტეტშიც ისწავლა და მერე პრაქტიკაში იყენებდა, ნიშნავს იმას, რომ ის არის უბრალოდ პანიკაში და ისტერიკაში. ჩვენ მზად ვართ, ნოტარიუსთა პალატაშიც, საჯარო რეესტრშიც, რომ ბატონ გვარამიას იურიდიული კონსულტაცია გავუწიოთ ქართული კანონების შესახებ. რეესტრში არ შემოსულა არანაირი ინფორმაცია "რუსთავი2"-თან დაკავშირებით, რატომ გაავრცელა მან ესეთი ინფორმაცია, თავად მას უნდა ჰკითხოთ. ამგვარი მინდობილობები საერთოდ არ შემოდის საჯარო რეესტრში, აქედან გამომდინარე, რაც არ შემოსულა, იმაზე რატომ საუბრობენ, ვერ გეტყვით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42