ლეონარდო დიკაპრიო 44 წლის გახდა - საინტერესო ფაქტები ოსკაროსანი მსახიობის ცხოვრებიდან (ფოტოკოლაჟი)
ეს საინტერესოა - 16:54, 11 Nov, 2018     14992
ჰოლივუდის ოსკაროსანი მსახიობი, ლეგენდარული ლეონარდი დიკაპრიო დღეს იუბილარია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიურ მამაკაცს 44 წელი შეუსრულდა.

ლეონარდო 1974 წლის 11 ნოემბერს ლოს-ანჯელესში დაიბადა.

კინოში მისი დებიუტი 5 წლის ასაკში შედგა. ჰოლივუდში მისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი იყო "ამ ბიჭის ცხოვრება", რომელშიც მთავარი როლი შეასრულა. მას მალევე მოყვა ფილმი "რა აწუხებს გილბერტ გრეიპს", რომლისთვისაც ის ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში. დიკაპრიო არის ოსკარის, ოქროს გლობუსის, ვერცხლის დათვის, ბაფტას მფლობელი.

მიუხედავად მსოფლიო აღიარებისა და ფენომენალური როლებისა, 2016 წლამდე ლეონარდო დიკაპრიოს არცერთი ოსკარი არ ჰქონდა მიღებული, რაც მისი თაყვანისმცელების აღშფოთების, ასევე ინტერნეტ ხუმრობების საგანიც გახა. მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ის ოსკარზე 6- ჯერ იყო წარდგენილი. მე-6 მცდელობაზე ოსკარის მიღება ფილმ Reverant-ში (გადარჩენილი) შესრულებულმა როლმა განაპირობა.

მერი სტრიპმა მას გენიოსი და გიჟი უწოდა. ლეონარდო იშვიათან მონაწილეობს ძვირადღირებულ კომერციულ რეკლამებში და დიდ დროს უთმობს ქველმოქმედებას. აქვს საკუთარი ფონდი და მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავს გარემოს დაცვის მიმართულებით.

ქალების გულთამპყრობელი მუდმივად ლამაზმანების გარემოცვაშია. ჟიზელი, ბარ რაფაელი, ბლეიკ ლაივლი, ნაომი კემპბელი - ეს იმ ლამაზმანების არასრული ჩამონათვალია, რომლებთანაც დიკაპრიოს რომანი ჰქონდა. თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ლეო საკურთხეველთან ვერ მიიყვანა. დასავლური ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ ამჟამად მოდელ ტონი გარნის ხვდება.


საინტერესო ფაქტები ლეონარდოს ცხოვრებიდან:

  • 5 წლის ასაკში ლეონარდოს დებიუტი შედგა, ის გამოჩნდა თავის საყვარელ სატელევიზიო შოუში “Romper Room and Friends”
  • 10 წლის ასაკში მისი აგენტი ითხოვდა, რომ ლეონარდოს სახელი და გვარი შეეცვალა და გამხდარიყო ლენი
  • უილიამსი, დიკაპრიომ ამაზე უარი განაცხადა
  • დიკაპრიომ “Batman Forever.” -ში ითამაშა 1995 წელს
  • ლეონარდოს საყვარელი ფილმები: “The Bicycle Thief” (1948), “Taxi Driver” (1976), “Lawrence of Arabia”
  • (1962), “8½” (1963), “The Third Man” (1949), “Yojimbo” (1961), “Sunset Blvd.” (1950), “The Shining” (1980), “Willy Wonka and the Chocolate Factory” (1971) და “East of Eden” (1955).
  • 2005 წელს ლეომ შეიძინა 104-აკრი (დაახლოებით 0,4 ჰექტარი) კუნძული ბელიზის სანაპიროზე. ეს კუნძული მას სჭირდებოდა კურორტის ასაშენებლად. კუნძულში მან $ 1.75 მილიონი გადაიხადა.
  • ლეონარდოს მარტინ სკორსეზის 4 ფილმში უთამაშია, ესენია: “Gangs of New York,” “The Aviator,” “The Departed,” და “Shutter Island.”
  • მსახიობს უყვარს მაკარონი და მისი საყვარელი სასმელია ლიმონათი.
  • ლეონარდოს ეს სახელი ლეონარდო და ვინჩის გამო დაერქვა, როდესაც დედამისი ათვალიერებდა მხატვრის ნახატებს, იმ დროს მუცელში ბავშვმა მას დაარტყა.
  • ლეონარდი ხვდებოდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალებს - მათ შორის არის ყველაზე ძვირადღირებული მოდელი ჟიზელი, ნაომი კემპბელი და ა.შ.
  • დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს ქეით უინსლეტთან.
  • აქვს საკუთარი საქველმოქმედო ფონდი და დიდ დროს უთმობს ეკოლოგიაზე ზრუნვას.
  • აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ერთად ჩაატარა კლიმატის ცვლილების საკითხზე საჯარო ლექცია.

ფილმები:

This Boy's Life / ამ ბიჭის ცხოვრება (1993)

What's Eating Gilbert Grape / რა აწუხებს გილბერტ გრეიფს? (1993)

The Basketball Diaries / კალათბურთელის დღიურები (1995)

Total Eclipse / სრული დაჩრდილვა (1995)

Romeo + Juliet / რომეო +ჯულიეტა (1996)

Titanic / ტიტანიკი (1997)

The Man in the Iron Mask / ადამიანი რკინის ნიღაბში (1998)

The Beach / სანაპირო (2000)

Catch Me If You Can / დამიჭირე, თუ შეძლებ (2002)

Gangs of New York / ნიუ იორკის ბანდები (2002)

The Aviator / ავიატორი (2004)

The Departed / ორმაგი თამაში (2006)

Blood Diamond / სისხლიანი ალმასი (2006)

Revolutionary Road / ცვლილებათა გზა (2008)

Shutter Island / შეშლილთა კუნძული (2010)

Inception / დასაწყისი (2010)

J. Edgar / ჯ.ედგარი (2010)

Django Unchained / ჯანგო (2012)

The Great Gatsby / დიდი გეთსბი (2013)

The wolf of Wall Street (2013)

The Reverant/ გადარჩენილი (2015)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42