ჩხარტიშვილის ადვოკატებმა დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე დაყენებული შუამდგომლობა გაითხოვეს
სამართალი - 20:41, 09 Nov, 2015     2827
ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატებმა მოსამართლე გიორგი სულაკაძის მიერ 2015 წლის 14 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე დაყენებული შუამდგომლობა გაითხოვეს.

საქმე ეხება „ფოთის წისქვილკომბინატის“ (წისქვილქარხანა) მესაკუთრეობაზე მიდმინარე დავას.

ვანო ჩხარტიშვილი „ფოთის წისქვილკომბინატის“ მესაკუთრეობას „თი-ბი-სი ბანკს“, შპს „პორტლენდს“, შპს „ტრანსფორდის“ “ და შპს „აგრიკომს“ ედავება. ჩხარტიშვილი მოპასუხეებისგან გაყიდული ობიექტის უკან დაბრუნებას და ანაზღაურებას ითხოვს. ანუ იმ თანხას, რაც შესაძლოა, მოგების სახით მიეღო „წისქვილქარხნის“ ფუნქციონირებისგან, ქარხანა მის საკუთრებაში რომ დარჩენილიყო, სულ საუბარია 32 მილიონ დოლარზე.

მოსამართლე გიორგი სულაკაძემ 2015 წლის 14 აგვისტოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლითაც აუქციონის შედეგები და ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად ცნო. როგორც “კვირას“ შპს „პორტლენდის“, და კომპანია „ტრანსფორდის“ ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, პროცესი დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა ის მოსამართლემ 25 ნოემბრისთვის გადადო.
“დღევანდელი პროცესი საკმაოდ ხანმოკლე იყო, შუამდგომლობის დაყენება არ მომხდარა,ივანე ჩხარტიშვილის მხარემ გაითხოვა თავისი შუამდგომლობა დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ, მოსამართლემ პროცესი 25 ნოემბრისთვის გადადო, ფინანსურ ნაწილში გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სწორედ 25 ნოემბერს გამოცხადდება“,- განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ დავას ჩხარტიშვილის კონტროლის ქვეშ მყოფი კომპანიების: „ჯეესკოს“ და „პრომეტკოს“ სარჩელს, კომპანია „ტრანსფორდის“ და ფოთის საზღვაო ნავსადგურის წინააღმდეგ, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ არის ჩანიშნული.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, კომპანია “ტრანსფორდმა” საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი სულაკაძესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლის მართლზომიერი ქმედების შესწავლის მიზნით მიმართა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, მოსამართლემ უხეშად დაარღვია კანონი, ნაცვლად იმისა, რომ საქმე დაქვემდებარებოდა ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინებას საქმეთა გაერთიანების შესახებ და საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოში გადაეგზავნა, მოსამართლე კვლავ აგრძელებს საქმის განხილვას, რომელსაც ნომერიც არ გააჩნია. კომპანიის ხელმძღვანელობა და ადვოკატი აცხადებენ, რომ მოსამართლის მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. კომპანიის დირექტორის აპოლონ ბჟალავას განცხადებით, ისინი მიმართავენ მთავარ პროკურატურას, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, შეისწავლონ “მოსამართლე გიორგი სულაკაძის არაკანონიერი ქმედება და მიიღონ შესაბამისი ზომები”.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42