ხვალ ივანე ჩხარტიშვილის დაქვემდებარებული კომპანიების სასამართლო პროცესი გაიმართება
სამართალი - 20:29, 09 Nov, 2015     1502
ხვალ საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილს დაქვემდებარებული კომპანიების „პრომეტკოსა“ და „ჯეესკოს“ მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა გაიმართება. საქმეს მოსამართლე გიორგი სულაკაძე განიხილავს.

სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით მოპასუხე ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ უკვე მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ხოლო მერე მოპასუხემ, შპს „ტრანსფორდმა“ - მთავარ პროკურატურას, რათა შესწავლილ იქნას მოსამართლის ქმედების მართლზომიერების საკითხი.

„ტრანფორდის“ ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლემ დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 381 – ე მუხლის მოთხოვნა:

"სრულიად კურიოზულ ვითარებასთან გვაქვს საქმე ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, როდესაც მოსამართლე გაზრახ ხელს უშლის სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, კერძოდ, ფოთის საქალაქო სასამართლომ სექტემბერში გამოიტანა განჩინება ორი საქმის გაერთიანების შესახებ საიდანაც ერთი ექვემდებარებოდა ფოთის სასამართლოს, მეორე თბილისის საქალაქო სასამართლოს და გაერთიანებული საქმე განსახილველად დაუქვემდებარა ფოთის საქალაქო სასამართლოს.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული განჩინება დამოუკიდებლად არ საჩივრდება და აღსასრულებლად სავალდებულოა, მოსამართლე სულაკაძემ განაცხადა, რომ ის არ გადააგზავნის საქმეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და საქმე კვლავ დარჩება მის დაქვემდებარებაში ანუ მოსამართლე შეგნებულად უშლის ხელს ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინების შესრულებას საქმეთა გაერთიანების შესახებ, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს“– განაცხადა ადვოკატმა.

სასამართლო პროცესი, ხვალ 10 ნოემბერს 11:00 საათზეა დანიშნული. მას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსისი წარმომადგენლები დაესწრებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42