როგორც მან "ნიუპოსტთან" თემის კომენტირებისას აღნიშნა, ის რომ წარსულში ვიღაცეები ერთად მუშაობდნენ, ეს აცილების დაკმაყოფილებისთვის არც გონივრულია და არც კანონისმიერი საფუძველია.
"აცილების ეგ საფუძველი რომ მუშაობდეს, დღევანდელ სასამართლო სისტემაში, არცერთი მოსამართლე არ უნდა იყოს, რომელიც საქმეს განიხილავს. გულწრფელად რომ ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იყვნენ საჯარო მოსამსახურეები, ისევე როგორც ნიკა გვარამია. ამავე ლოგიკით ამჟამინდელი თუ წარსულში თანამშრომლები რომლებიც ერთად ემსახურობდნენ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა ვინ ხელმძღვანელი იყო და ვინ დაქვემდებარებული, ორივე ერთად ემსახურებოდა სახელმწიფოს, კანონს, საზოგადოებას და კანონის ფარგლებში ხორციელდებოდა ეს ყველაფერი. შესაბამისად ის რომ წარსულში ვინმე ერთად მუშაობდა, ეს აცილების დაკმაყოფილებისთვის არც გონივრულია და არც კანონისმიერი საფუძველია"- აღნიშნა ალაფიშვილმა.
პარლამენტი "რუსთავი2"-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილებას ითხოვს
პარლამენტში მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარე კონსტანტინე ვარძელაშვილი და ამავე კოლეგიის წევრი მაია კოპალეიშვილი არაობიექტურად მოქმედებენ.
მასალის გამოყენების პირობები






