ადვოკატი მის ცემაში განყოფილების უფროსს ადანაშაულებს. მისი ინფორმაციით, სამართალდამცველების გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მან მისი დაცვის ქვეშ მყოფს დუმილის უფლების გამოყენება ურჩია.
„დამარტყა პოლიციის უფროსმა, რაც იყო ჩემთვის შოკი. ასეთი რამ არ გამგია, რომ ადვოკატი სცემეს პოლიციაში, თან როგორც სცემეს, ხელბორკილები დაადეს, აბსოლუტურად უკანონოდ. ჯერ გამომძიებლების ოთახში დამარტყა, შემდეგ ჩემი დაკავების ბრძანებაც გასცა. ესეც იყო უკანონო. შემდეგ შემადგეს კაბინეტში, დამადეს ბორკილები და თავდაცვის საშუალებაც არ მომცეს, რომ ხელი მაინც მიმეფარებინა სახეზე", - განაცხადა მდინარაძემ.
მომხდართან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება პროკურატურამ. უწყების ცნობით, პოლიციის ცალკეული თანამშრომლების მიმართ თბილისის პროკურატურაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე 333 მუხლის მესამე ნაწილით საქმეა აღძრული. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები






