საზარელი მკვლელობა ტყიბულში - სამი შვილის დედა ჯერ მოკლეს, შემდეგ კი გააუპატიურეს
სამართალი - 13:06, 09 Nov, 2015     19380

იმერეთში 18 წლის ბიჭმა 40 წლის ახალგაზრდა ქალბატონი ჯერ აწამა, შემდეგ კი გააუპატიურა. შემთხვევის დეტალებს, რომელიც გასულ კვირას ტყიბულში მოხდა, გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაია ქარქაშაძე, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, საკმაოდ ხელმომჭირნედ ცხოვრობდა.

როგორც მეზობლები ამბობენ, იმ დღეს ოჯახის უფროსი თბილისში სამუშაოდ იყოს წასული, მაია კი ტყეში წაბლის საკრეფად წავიდა.

„უკვე შებინდებული იყო, მაგრამ სახლში არ დაბრუნებულა. მეზობლებთან მოიკითხეს, ახლობლებთან დარეკეს, მაგრამ არსად ჩანდა. ამის შემდეგ პოლიციას დაუკავშირდნენ და დაიწყეს ძებნა. ჩვენც, სამეზობლო, ჩვენი ძალებით ვეძებდით და ბოლოს ღრმა ტყეში ისევ პოლიციამ იპოვა გარდაცვლილი“, – ყვება გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობელი.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე პოლიციას იმაზე შემზარავი სურათი დახვდა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა.

„როგორც ჩანს, მკვლელმა მაია ჯერ სასტიკად სცემა, რადგან სახე დასახიჩრებული ჰქონდა, შემდეგ კი გაგუდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ქალი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი გააუპატიურეს. ამ დეტალებს, ალბათ, ექსპერტიზა დაადგენს. ცხედარი იმავე დღეს სწორედ ექსპერტიზის ადგილობრივ ბიუროში გადაასვენეს, დასკვნა კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი“, - წერს გამოცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.


წყარო: "პრაიმტაიმი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42